ზუგდიდში ,,ტიტუშკებმა” მესამე სექტორსა და სანდრა რულოვსს შორის მიმდინარე შეხვედრის ჩაშლა სცადეს

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ოცნების“ ე.წ. ტიტუშკებს ​სიმბოლურად 5-ლარიანი გადასცეს.

ე.წ. ტიტუშკები ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის “ოფისთან იმ დროს მივიდნენ, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა.

“ქართული ოცნების” ე.წ. ტიტუშკები შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ. მათი თქმით, მერობის კანდიდატთან კითხვების დასმა სურდათ. თუმცა, მათ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა მესამე სექტორსა და სანდრა რულოვსს შორის მიმდინარე შეხვედრაზე შესვლის უფლება არ მისცეს. მათი თქმით, ე.წ. ტიტუშკების მიზანს შეხვედრის ჩაშლა წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაშივერავინ ვერ შემაჩერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას… ძალიან გაუჭირდებათ პროვოკაციების მოწყობა
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია ადასტურებს, რომ ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს, მის შემცვლელად კი რუსლან აბაშიძე განიხილება