ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპული საწყობის ერთ-ერთი მენეჯერია, რომელიც აფეთქების მომენტში იქ იმყოფებოდა.
დახლოებით 45 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ბეტონის ფილების ქვეშ მოყოლილი იპოვეს. აფეთქების სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. საწყობი მთლიანად დანგრეულია. ამ დრომდე თამბაქოს საწყობის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ხანძრის ლიკვიდაციისთვის ექვსი სახანძრო ავტომანაქანა იყო მობილიზებული, რომლებიც ხუთ წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,გაზპრომმა,, შავ ზღვაზე ,,თურქული ნაკადის,, მშენებლობა დაიწყო
შემდეგი სტატია(ფოტო) 10 ქალი, რომელიც დონალდ ტრამპს გაექცა