14 მაისს ზუგდიდში, თამარ მეფის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ერთ მათგანს დილიდან მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, მეორის მდგომარეობა კი შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს.
ხელოვნურ კომაში მყოფი მოზარდის გადაყვანა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გუშინ იგეგმებოდა, მაგრამ დღევანდელი დღისთვის გადაიდო.
შეჯახების დროს დაშავებული მესამე მოზარდი, რომელმაც ხელი დაიზიანა, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბინაზე გაწერეს. ზუგდიდის კლინიკაში მყოფ ორ ბავშვს თავისა და ზურგის ტრავმები აღენიშნება და ჯერჯერობით, ორივე ზუგდიდში რჩება.
ინფორმაცია განახლდება