ზუგდიდში ტელე-რადიო კომპანია “ოდიშთან” რუსთავი 2-ისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში ტელე-რადიო კომპანია “ოდიშთან” რუსთავი 2-ისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. აქცია ორგანიზებულია ტელეკომპანიის მიერ. იგი გუშინ გვიან ღამით დაანონსდა, მაგრამ მუხდავად ამისა წუხელვე მოყვა ფართო რეზონანსი მოსახლეობაში. მოწოდების პასუხად ტელერადიოკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტთა კორპუსმა დღეს დილიდან იწყეს შეკრება, მათ შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ უზენაესი სასამართლოს მიერ ხელისუფების დაკვეთით მიღებულ გადაწყვეტილებას რუსთავი 2 – ის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს მძიმე დარტყმას სიტყვის თავისუფლებაზე და თავად სასამართლო ინსტიტუტზე და, შესაბამისად, პირდაპირ შეტევას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის მონაპოვრებზე.

 

banner
წინა სტატიაში„დღეს საქართველოში ზღვარი უკეთესი ხვალინდელი დღისა და ოლიგარქიული წესწყობილებისა გადის რუსთავი 2-ზე“ – ნიკა მელია
შემდეგი სტატია,,გვარამია თავადვე დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას”- მდინარაძე