ზუგდიდში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

ზუგდიდის ცენტრში, პირველი საჯარო სკოლის ეზოს ბოლოში მდებარე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. ბუტიკი ამჟამად საგანგებო მდგომარეობის გამო დახურული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,რაც გულისხმობს ქურდობის ჩადენას სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით.

დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: „ოქრუაშვილის განაჩენით „ოცნებამ“ დასავლეთი გადააგდო“
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი, საგანგაშოა