სენაკში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარეს

სენაკის ცენტრში თიბისი ბანკის შენობის დერეფნიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. “თაიმერის” ინფორმაციით აპარატში დაახლოებით 8 ათასი ლარი იდო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. აღსანიშნავია რომ ინციდენტის ადგილიდან 30 მეტრში პროკურატურა და სასამართლოს შენობები მდებარეობს. წაღებული აპარატის გატეხვა და თანხის ამოღება უშუალოდ პროკურატურის ეზოსთან მოხდა. მძარცველებმა ცარიელი აპარატი სწორედ პროკურატურის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის – გია ვოლსკი
შემდეგი სტატია” რადგან მოსამართლეების ტესტებმა ერთხელ გაჟონა, არ ნიშნავს, რომ იგივე დანაშაული სხვა შემთხვევაშიც მოხდება”