ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებმა თანასკოლელს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ

“პირველებისთვის” ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა, ამავე სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა.

ანონიმური წყაროს ცნობით, მე-10 კლასელი ბიჭები მე-9 კლასელ ბიჭს წარსულშიც აბულინგებდნენ.

როგორც წყარო “პირველებს” უდასტურებს საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ჩაერთო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: “ტვ პირველი”

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვების სერია დასრულდა
შემდეგი სტატიაუკვე მეცხრედ, საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის – 500 Global in Eurasia-ს Demo Day გაიმართება