ზუგდიდში სკოლის კურსდამთავრებულებისათვის საზეიმო კონცერტი გაიმართა

ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, სკოლის კურსდამთავრებულებისათვის კონცერტი გაიმართა.

ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე, ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ წარმატებულ კურსდამთავრებულებს საქართველოს ეროვნული ბანკის საიუბილეო მონეტა „ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი“ საჩუქრად გადასცა და წარმატებები უსურვა.

ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ახალგაზრდების წახალისებისათვის მადლობა გადაუხადა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, სკოლის კურსდამთავრებულებისათვის საზეიმო კონცერტი ფოიერვერკით გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება დღეიდან ძალაში შევიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ–მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა