ზუგდიდში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცი გარდაიცვალა

დღეს ზუგდიდში მუნიციპალურ ლურჯ ავტობუსში 72 წლის მამაკაციი მოულოდნელად გარდაიცვალა.

“თაიმერის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა, მაშინ, როცა მამაკაცი სამსახურში მიემგზავრებოდა. ის, ზუგდიდის ბაზარში მუშაობდა.

გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ახალაბასთუმნის მკვიდრი, ელდარ ომაძეა. როგორც ოჯახის ახლობლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, მამაკაცს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია, შესაბამისად, მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი იყო.

“თაიმერი” უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

banner
წინა სტატიაში“კანონები, რომლებიც პროტესტს ზღუდავს” – რაზე გაკეთდა აქცენტები Human Rights Watch–ის მიერ მომზადებულ სტატიაში?!
შემდეგი სტატიასულ მალე, წითელი ყელსახვევების ტარებასაც მოგვთხოვენ და არ გამორიცხოთ, რომ ამასაც “რეფორმის მანტიაში” შეფუთულს მოგვართმევენ!