ზუგდიდში სასიძო გოგოს მამამ დაჭრა

სერგო დადიანის ქუჩაზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “თაიმერის” ინფორმაციით,კონფლიქტი ოჯახურ ნიადაგზე მოხდა.როგორც ადგილობრივებმა “თაიმერს” განუცხადეს სასიძო გოგოს მამამ დაჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაში“წიწილებს შემოდგომით ითვლიან” – ზვიად გამსახურდიას შვილები ხელისუფლების განცხადებებს ეხმაურებიან
შემდეგი სტატიაშეცდომა, რომელიც ერმა დავუშვით იყო ის, რომ ქვეყნიდან განვდევნეთ გამსახურდია, ისევე როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი-გრიგოლ ვაშაძე