ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან სამართალდამცველებმა მძევლების ნაწილი გამოიყვანეს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთამდე მძევალი შენობიდან სახანძრო ამწეს საშუალებით გამოიყვანეს. ისინი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: მზად ვარ, მძევლები ჩავანაცვლო
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – „ევროპული საქართველო“ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს