ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან ხალხის ხმა ისმოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობა თხილის კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბა. ისინი თავდაპირველად გუბერნატორთან შეხვედრას და კონკრეტულ პასუხს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებით იმუქრებოდნენ.აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე გუბერნატორის მოადგილის დავით კოდუას გამოჩენას მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა.აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მოგვიანებით, საინიციატივო ჯგუფისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მიზნით შეხვედრა შედგა , თუმცა როგორც დაზარალებულები აცხადებენ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა რომ მოლაპაარაკება უშედეგოდ დასრულდა. მათ სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, მათი თქმით, 16 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენზე პრემიერ0მინისტრთან შეხვედრა სცადეს, თუმცა უშედეგოს.მოგვიანებით კომენტარი გააკეთა ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ, მამუკა წოწერიას თქმით, ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თხილის ზარალის კომპემნაციის მოთხოვნით ადგილობრივებმა გამაფრთხილებელი აქცია გუბერნიის წინ 11 სექტემბერს გამართეს

https://youtu.be/bXvXjSvmR7Y

banner
წინა სტატიაშიყველაზე მძიმეწონიანი მოდელი გამჭვირვალე საცვალში პოზირებს (ფოტო)
შემდეგი სტატიაელისო კილაძე სკანდალური ჩანაწერის გამოქვეყნებას აანონსებს-40 მილიონი და შორენა თეთრუაშვილი