33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს.

დანიელ შერვაშიძე 21 ივლისს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ მის ადგილსამყოფელს ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქუთაისში გამგზავრებას აპირებდა. ახლობლების ცნობით, დანიელ შერვაშიძე სამხედრო პირი, ათმეთაური იყო და წვევამდელების მომზადებაში მონაწილეობდა.

გაუჩინარების ფაქტზე ინფორმირებული იყო პოლიცია და მიმდინარეობდა სამძებრო ღონისძიებები.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა დაასანქცირა რუსული ენერგოკომპანია ინტერრაო