ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ჭერი ჩამოინგრა

ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ჭერი ჩამოინგრა, თვითმხილველთა თქმით:“ ეს მაშინ მოხდა, როცა კალიდორში მამაკაცი გადაადგილდებოდა, აქ ბავშვები ცხოვრობენ და არ ვართ დაცულები, ამას ვიძახდით სულ, ეს შენობა არ ექვემდებარება რემონტს, ამორტიზებულია და ვითხოვთ აქედან გაყვანას“-აცხადებენ დევნილები . შეგახსენებთ, რომ აქ მცხოვრებმა დევნილებმა ფართის გამოყოფის მოთხოვნით აქცია არაერთხელ გამართეს. იანვარში კი, საავადმყოფოს ეზოში კარავი გაშალეს და შიმშილობაც დაიწყეს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა და პირი ამოიკერა.

banner
წინა სტატიაშიესტონელი გენერალი აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს გეგმავს ბელარუსში
შემდეგი სტატიასააკაშვილი ტიმოშენკოს მადლობას უხდის