ზუგდიდში, “ქართული ოცნების” კანდიდატ ედიშერ თოლორაიასა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ სანდრა რულოვსს შორის, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება

ქალაქ ზუგდიდის რაიონში, თემში “ქართული ოცნების” კანდიდატ ედიშერ თოლორაიასა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ სანდრა რულოვსს შორის, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომოსიის ინფორმაციით, ამ ოლქში ხმა სულ 23 609 ამომრჩეველმა მისცა, საიდანაც თოლორაიამ 10 774 ხმა მიიღო, ხოლო რულოვსმა – 10 467.

როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, ამ ოლქში 49 უბნიდან 47-ის შედეგებია დათვლილი, ხოლო ორი უბანი, ჯიხაშკარში გაუქმდა.

როგორც საოლქო კომისიაში აღნიშნეს, პირველ ტურში გამარჯვებისათვის, რომელიმე კანდიდატს, მინიმუმ 11 229 ხმა უნდა მოეგროვებინა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ახალი სახეები ლიდერობენ – სად გაიმართება მეორე ტური?
შემდეგი სტატია” ეგზიტპოლები ამომრჩევლებში მიკერძოებულობის გრძნობას ტოვებს და ზოგ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროფესიონალურად”