ზუგდიდში პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს დაუპირისპირდა

ზუგდიდში პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს დაუპირისპირდა. ოლიგარქის შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები, რომლებმაც იქ ღამე გაათენეს, ძალის გამოყენებით დაშალეს და ტერიტორია “ოცნების” ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუსუფთავეს.

ზუგდიდში შეკრებილები აპირებდნენ, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს საპროტესტო ბანერებით დახვედროდნენ და ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოეწყოთ, თუმცა მათთან დილით საპოლიციო ძალები მივიდნენ, ჯერ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მას შემდეგ კი რაც მოქალაქეები მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, დაახლოებით კილომეტრნახევრის მანძილზე, ძალადობრივად მოაშორეს სკვერს.

ამის შემდეგ, მემორიალთან გმირებისთვის პატივის მისაგებად ზუგდიდის “ოცნების” მერიისა და გუბერნიის წარმომადგენლები მივიდნენ.

banner
წინა სტატიაშიქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში” -აშშ-ის საელჩო
შემდეგი სტატიაალექსეი პუშკოვი-ყველაფერი სწორად თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა…