ზუგდიდში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო – სამეგრელოსთვის ამ ეტაპისთვის 4 000 დოზაა გათვალისწინებული

Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში ზუგდიდიც ჩაერთო. დღეიდან Pfizer-ზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ რუხის კლინიკაში აიცრან.

კლინიკის ხელმძღვანელის, დავით შონიას განცხადებით, საავადმყოფო სრულად აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით. ასევე გადამზადებული მაღალკვალიფიციური მედპერსონალით.

პირველი ეტაპის გათვალისწინებით, სამეგრელოში, Pfizer-ის 4 000 დოზაა გათვალისწინებული, თუმცა მომდევნო კვირიდან იგეგმება დოზების დამატება.

პარალელურად, რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში აცრის გაკეთება “სინოვაკისა ” და სინოფარმით” და “ასტრაზენაკთია” შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიგივი მიქანაძე: ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა არ გაიზიარა
შემდეგი სტატიანორვეგიის სამხრეთით მსხვილი მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირეს (ვიდეო)