ზუგდიდში ფეხბურთის თამაშისას 12 წლის მოზარდი დიმიტრი კაკავა გარდაიცვალა

ზუგდიდში ფეხბურთის თამაშისას 12 წლის მოზარდი დიმიტრი კაკავა გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მოზარდმა გონება დაკარგა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც აღნიშნული საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, სულხან ორჟონია განმარტავს, ბავშვი კლინიკაში ასისტოლიის დიაგნოზით შეიყვანეს.

“მოყვანილ იქნა ბავშვი, ასისტოლიით -გულის გაჩერებით, ტერმინალურ მდგომარეობაში.ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია სრული მოცულობით თუმცა რეანიმირება ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ორჟონიამ.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში მყოფი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვი ქუთაისში ექსპერტიზაზე მათგან ფარულად გადაიყვანეს. ერთ-ერთმა ნათესავმა პროტესტის ნიშნად საავადმყოფოს ფანჯარაც ჩაამტვრია.

“თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2105968346354828/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიენგურჰესი სამი თვით გაჩერდება – დარჩება თუ არა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე?
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანის დაკითხვა დასრულდა, მან შსს დატოვა