ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პრაიმ-ტაიმის ჟურნალისტი თეა შონია დაშავდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 4, 2019 00:10

ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პრაიმ-ტაიმის ჟურნალისტი თეა შონია დაშავდა

ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პრაიმ-ტაიმის ჟურნალისტი თეა შონია დაშავდა.

“წინა ხაზზე ვიდექი, ლაივს ვაკეთებდი, რა დროსაც რამდენჯერმე მესროლეს კვერცხები, რომელიც მილიმეტრებით ამცდა საფეთქელთან. მას შემდეგ რაც პოლიციამ რეაგირება დააგვიანა, ჟურნალისტები მოვყევით ეპიცენტრში. ვინაიდან მე ცენტრში ვიდექი, ბრბომ გადამიარა და მოვყევი ამ ჟლეტაში. გონება დავკარგე და მხსოვს, ვიღაცის ხმა, თეა, თეა – მეძახდა. არ ვიცი ვინაა, ვიღაც ორმა ახალგაზრდამ გამიყვანა. მარჯვენა ფეხი დასიებული მაქვს და მკლავები მაქვს დალურჯებული…მადლობა ყველას, მადლობა პრაიმ-ტაიმის რედაქციას ყურადღებისთვის.”- განუცხადა “ოდიშინიუსს” თეა შონიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ხმაური და დაპირისპირება იყო და ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც “ქართული ოცნების” ორგანიზებით აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ოფისს ცოცხები, ბოქლომები, კვერცხები, კასრები და ყავარჯნები ესროლეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 4, 2019 00:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics