27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის მნიშვნელოვან ზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

მიღებული დადგენილების თანახმად, ახალი ტარიფები ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა და მოქალაქეები გაძვირებული ფასებით ისარგებლებენ:

ქალაქშიდა მიმოსვლა: 50 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდება;

სოფლებში მიმოსვლა: 1 ლარის ნაცვლად 1 ლარითა და 50 თეთრით განისაზღვრა.

სხდომას პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა ახლდა.

ტარიფების გაძვირებას მხოლოდ 3 დეპუტატი არ დაეთანხმა — წარმომადგენლები პარტიებიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“, „ევროსოციალისტები“ (1 დეპუტატი) და „ქართული ოცნება“ (1 დეპუტატი).

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ შეკრებას საერთოდ არ ესწრებოდა პარტიის — „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშივილი სანიოლი: კვარაცხელია ძირითადში იქნება, ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან ვერ ითამაშებს
შემდეგი სტატია“საფრთხე იმის, რომ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, არის რეალური”- სამადაშვილი