ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

დღეს, 25 დეკემბერს ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ნაძვისხის ანთების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად დაესწრო.

ზუსტად 20 საათზე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე სახელმწიფო რწმუნებულმა და ქალაქის მერმა პატარებთან ერთად აანთეს და შეკრებილ მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

ნაძვის ხის ანთებას წინ დრამერების შოუ უძღოდა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და მთავარ ნაძვის ხესთან დასრულდა. ნაძვისხესთან მოწყობილ სცენასთან გაიმართა სპექტაკლი ანიმატორების მონაწილეობით და საბავშვო კონცერტი. ზუგდიდში ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება
შემდეგი სტატიასოფელ ფახულანში რთული რელიეფის გამო ცეცხლი ლოკალიზება ვერ ხერხდება