ზუგდიდში მოქალაქის თქმით, გადასატანი ყუთის დამკვირვებელმა ბიულეტენი მის ნაცვლად გააფერადა

ზუგდიდში გადასატანი ყუთით მოსარგებლე მოქალაქე ამბობს, რომ დამკვირვებელმა მის ბიულეტენზე სასურველი კანდიდატი თვითონ შემოხაზა. დამკვირვებლის მიერ ქართული ოცნების გაფერადება პენსიონერი ქალის შვილიშვილმა შეამჩნია და ბიულეტენი გააუქმებინა.

“სამნი იყვნენ, ერთ-ერთმა აიღო და თვითონ გააფერადა [ბიულეტენი]. ჩემი სასურველი [პარტია] არ გაუფერადებია, არც უკითხავს, ისე გააფერადა თავისით. ჩემი შვილიშვილი რომ არ ყოფილიყო, მე მხედველობა დაქვეითებული მაქვს, ვერც ვნახავდი”, – ამბობს პენსიონერი მოქალაქე.

მისი შვილიშვილი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მომხრეები არ არიან და, შესაბამისად, ბიულეტენის გაბათილება მოითხოვა:

“მე მქონდა კომპეტენცია შესაბამისი და ჩემს შემოსასვლელთანაც ჩანს, რომ არ ვართ რუსული მთავრობის მხარდამჭერები. მოკლედ, თვითონ შეაფერადა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და როდესაც უკვე ჩარჩო კონვერტის ამოღება დაიწყო, მანდ მივხვდი, რომ ფიქსირდებოდა, როგორც ხმა. მანდ შევედავე, ვინ გითხრათ, რომ მმართველ პარტიას ვაძლევთ ხმას. შევაცვლევინეთ, ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა, ახალი ბიულეტენი მოგვცეს, სასურველი კანდიდატი შევუფერადე ბებიას და თვითონ გადავიტანე ყუთში”.

banner
წინა სტატიაშიისან-სამგორის 51-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეები მაიდენტიფიცირებელი საბუთის გარეშე და ცივი იარაღით მივიდნენ
შემდეგი სტატიახმა მივეცი ერთ-ერთს 4 პარტიიდან, რომელიც პრეზიდენტის ქარტიის ხელმომწერია-ბაჩიაშვილი