ზუგდიდში მომხდარზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 126-ე ძალდობის მუხლით დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები უკვე მიმდინარეობს.

დაპირისპირება დადიანების სასახლის ეზოში მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი გადაღების უფლებას არ აძლევს ოპერატორს და ფოტოგრაფს. ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პირები გადამღებ ჯგუფს ფიზიკურადაც შეეხნენ.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, დადოს ძალიან მყარი არგუმენტები” – ლომჯარია მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე
შემდეგი სტატიადავინტერესდებით, რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია – მდინარაძე ფარულ ჩანაწეზე