ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში “ნიკორას” მაღაზიის დააყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო-ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში მაღაზია “ნიკორა” დააყაჩაღეს, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. თვითმხილველების თქმით, მაღაზიაში ნიღბიანი შეიარაღებული პირი შევარდა, რომელმაც გამყიდველი მუქარით აიძულა მაღაზიის ფული მიეცა. სავარაუდოდ წაღებულია 500-600 ლარი.
“თაიმერის” კორესპონდენტის თქმით, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ, კოსოვომ, უკრაინამ და თურქეთმა, დღეს ვიზალიბერალიზაციაზე უარი მიიღეს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელის კომენტარი “ანაკონდაზე” და “თაიმერის” შეკითხვა მინისტრს