ზუგდიდში, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან დაპირისპირებაა
სხვა სტატიები
ამ წუთებში ხმაურია ზუგდიდში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ბოქლომები და ჯაჭვები მიიტანეს.აქციის მონაწილეებს ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია დახვდა მობილიზებული, რომლებიც მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. აქვე იმყოფებიან ქვარაიას მხარდამჭერები. აქციი მონაწილეები სკანდირებენ “ქვარაია – რუსეთის მონა”.