ზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალს დააყაჩაღეს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალს დააყაჩაღეს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოდან“ თანხის წაღება შეძლო, თუმცა წაღებული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაში“იუსტიციის საბჭოს უნდა დავემშვიდობოთ” – გოგიჩაიშვილი
შემდეგი სტატია,, ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა”