ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

Crime Scene

სამართალდამცავებმა ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული გ.კ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელია. მანამდე, ის ფოთის პოლიციაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ ერთმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. წაღებულია, დაახლოებით, 5 ათასი ლარი.

banner
წინა სტატიაშიEl Al Israel Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
შემდეგი სტატიაევროკავშირი საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუზრდის