ზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს” დაყაჩაღებაში ბრალდებულ მერიის ყოფილ თანამშრომელს ოთხი წლით თავისუფელბის აკვეთა და ერთი წლით შინა პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მიიღო. ბრლადებული ილია გოგილავამ ბრალი აღიარა.

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო” 31 დეკემბერს დააყაჩღეს. დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარიდან რამდენიმე საათში ილია გოგილავა დააკავეს. იგი მერიის ააიპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” ყოფილი თანამშრომელია. ცენტრის დირექტორის ნოე პერტაიას ინფორმაციით, მას 31 დეკემბერს დაუმთავრდა ხელშეკრულების ვადა. შესაბამისად, ის ამ დღეს მერიის თანამშრომლად ითვლებოდა.

banner
წინა სტატიაშიექპერტიზის ბიუროს ექსპერტები თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობას ზუსტად ვერ ადგენენ, ცდილობენ საქმეს მეტი ბუნდოვანება შესძინონ
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტების მაია ნიკოლაიშვილის და ზაზა ალთუნაშვილის მოსყიდვა ვერ შეძლეს