ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისის ორგანიზებით ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ.

მოვაჭრეებისა და მყიდველების ნაწილი სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით დოკუმენტს ხელს ნებაყოფლობით აწერს. ისინი სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინაში აღძრულ საქმეებს უკანონოს უწოდებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 19 დეკემბერსს დაიწყო. პროცესი 10-დან 15 იანვრამდე დასრულდება.

შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა – ამ მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერების შეგროვების აქცია თბილისიდან 14 დეკემბერს დაიწყო.

პარტიაში აცხადებენ, რომ ის პროცესები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარეობს, სამართალთან კავშირი არ აქვს და ეს ყველაფერი საქართველოს დემოკრატიას უქმნის საფრთხეს:

“იმ პროცესებს, რომლებსაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოსთან და სამართალთან. ამ პროცესების მთავარი მიზანია ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პირადი ანგარიშსწორებაა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამ პროცესებს ჩვენ შევყავართ ჩიხში. ეს ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტებს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში დაიწყება
შემდეგი სტატიამლეთა-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა