ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის ბახუ შამუგიამ მეზობელი, 55 წლის ედიშერ შამუგია, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას უკავშირდებოდა.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ეჭვმიტანილი 70 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

















