ზუგდიდში, მაჟორიტარი კანდიდატის გარდა, ქალაქის გამგებელსაც ირჩევენ

ზუგდიდში კენჭისყრის პროცესი ორ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. აქედან ერთი ქალაქის საარჩევნო ოლქია, ხოლო მეორე თემის. ქალაქის საარჩევნო ოლქში ერთმანეთს ქართული ოცნებიდან მერაბ ქვარაია და ნაციონალური მოძრაობიდან ლევან კონჯარია უპირისპირდებიან, ხოლო თემის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენელი იღებს, რადგან მისმა კონკურენტმა ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ზუგდიდში სულ 92 უბანია გახსნილი, აქედან 65 საარჩევნო უბანზე ზუგდიდის გამგებელსაც ირჩევენ. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ გაბუნია და ქართული ოცნებიდან ლაშა გოგია უპირისპირდებიან.

ამ დროისთვის დარღვევა არცერთ უბანზე არ ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაშიცესკომ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატიამთაწმინდის მე-18 უბანზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს