29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცმა, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა მომხდარიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,– ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 119 პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიადააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall – ში შოპინგისას