ზუგდიდში მამა-შვილი აბსანძეები სოციალური დისტანციის დარღვევისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს

მამა-შვილი ლადო და ლევან აბსანძეები 30 მარტს სუპერმარკეტ „ჯიბეში“ სოციალური დისტანციის დარღვევისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს ამის შესახებ ლადო აბსანზე FACEBOOK-ზე წერს.
“გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი არასასიამოვნო ინცინდენტი ჩემ დაჯარიმებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, მე ამ სიტუაციამ დამანახა, რომ ვცხოვრობ ჯანსაღ და თანადგომის უნარიან საზოგადეობაში, პოსტი იმის შესახებ, რომ დამაჯარიმეს იმის გამო, რომ საკუთარ შვილთან არ მქონდა დისტანცია დაცული, აღშფოთებულ მდგომარეობაში დავწერე.ნამდვილად არ მოველოდი ასეთ რეაქციას და საზოგადოების მხარდაჭერას. პირველივე წუთებიდან, მხარდაჭერის ინიციატივით გარდა მეგობრებისა და ნაცნობების დამიკავშირდნენ: ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, სახალხო დამცველი, შსს გენერალური ინსპექცია, ასევე ამ ფაქტით დაინტერესდა და შემეხმიანდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი მერაბ ქვარაია. მოკლედ, იმედის მომცემია ეს ყველაფერი. ასეთ საზოგადოებაში მოცემული უპრეცენდენტო ვითარებაც კი გადალახვადია, კიდევ ერთხელ დამეუფლა სიამაყის გრძნობა, რომ მეც ამ საზოგადოებას წარმოვადგენ, მეც შევეცდები ვიყო ამ უნიკალური საზოგადოების ღირსეული წევრი. მჯერა, რომ უფლის მფარველობით ყველა სირთულეს გადავლახავთ.“,- ამბობს იგი.

შს სამინისტროში მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ლადო აბსანძეს და მის სრულწლოვან შვილს სამართალდამცავებმა სოციალური დისტანიის წესის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს უშედეგოდ, თუმცა უშედეგოდ. მათივე მტკიცებით, მოქალაქეს ჯარიმა სწორედ ამის შემდეგ გამოუწერეს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო
შემდეგი სტატიაჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია