ზუგდიდში მაღაზია გაძარცვეს

ზუგდიდში ქირიას ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს.
მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია პროდუქტი და ,,თი ბი სი” ბანკის გადახდის აპარატი. მიხეილ აშორტიას თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. მეპატრონეს დღეს დილით მაღაზიის რკინის კარები დამტვრეული დახვდა. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგაათავისუფლებენ თუ არა თბილისის 67-ე სკოლის დირექტორს – განათლების სამინისტრო დასკვნას დღეს გაასაჯაროებს
შემდეგი სტატიასაჩხერის ”ჩიხურას” მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა