ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს დაჭრილ ინკასატორს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინკასატორი დღეს დილით შეირაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა.

 

“თაიმერის” ინფორმაციით, დაჭრილი ჯუმკა ახალაია, რონალდ ახალაიას ალალი ძმისშვილია.

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანას რამდენიმე ნიღბიანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ინკასატორებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში“მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა” – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატიამძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ