ზუგდიდში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხდება. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ასევე სახელოვნებო და სპორტულ სკოლებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი -გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება