ზუგდიდში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2020 12:45

ზუგდიდში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას თქმით, ექვსი კოვიდდადებითიდან ოთხი არის რეგიონის მაცხოვრებელი, ორი კი ოკუპირებულ აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან.

„20 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ გაიტესტა 253 მოქალაქე. ტესტების პასუხების შედეგად ექვსი არის დადებითი. აქედან, სამი არის ფოთის მაცხოვრებელი და მათ კონტაქტი ჰქონდათ ბათუმთან. ასევე, ორი არის ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელი. ინფიცირება მოხდა საბერიოში და ისინი საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან. ერთი ქალბატონი სენაკის მკვიდრია, მისი კონტაქტები ამ მომენტისთვის დაუდგენელია. საკარანტინო სივრცეში 133 მოქალაქე იმყოფება. 21 სექტემბერს აღებულია 340 ნიმუში, მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საკარანტინო წესების გამკაცრება რეგიონში არ იგეგმება. თორიას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ტრანსპორტში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2020 12:45