ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცს ვირუსი დღეს დაუდასტურდა. ის საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა და საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. მას პისიარ კვლევა ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი მიიღეს.

“უარყოფითი პასუხის შემდგომ 14-ში გაათავისუფლეს კარანტინიდან დროებით, ძმის გარდაცვალების გამო. გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და საეჭვო შემთხვების გამო გადაიყვანეს რუხის კლინიკაში. დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

7 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.

რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 5 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითხოვს
შემდეგი სტატიადაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი! – გიორგი გაბუნია