ზუგდიდში კორონავირუსი 57 პაციენტს დაუდასტურდა

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 640 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 57 -ზე დადებითი პასუხია (მათ შორის 2 ნიმუშის პასუხი, რომელიც 15.10.2020 იქნა აღებული და კვლევაში იყო დარჩენილი).

ზუგდიდი 26, ფოთი 14, წალენჯიხა 2, სენაკი 5, ხობი 4, მარტვილი 1, აბაშა 1, აფხაზეთი 4

გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა არის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 84 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 181 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე საბა: მე ვეთანხმები მეუფე მელქისედეკს ,,კარტოგრაფების” საქმის შეფასებაში
შემდეგი სტატიაჯაფარიძე მთავრობას: თავი დაგვანებეთ, არც ერთ შტაბში არ შეგიშვებთ