ზუგდიდში ყაჩაღობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 5 იანვარს ზუგდიდში ქურდობისთვის ნასამართლევი ბრალდებული, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, ხოლო მეორე თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიევროპელი ლიდერების საერთო განცხადება გრენლანდიის საკითხზე
შემდეგი სტატიაზელენსკის თქმით, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები მზადდება