ზუგდიდში ყაჩაღობა მოხდა

ზუგდიდში ყაჩაღობა მოხდა. შეიარაღებულმა მძარცველებმა ჩაის სახლიდან თანხა წაიღეს. როგორც ,,თაიმერმა” გაარკვია წაღებულია ხუთასი ლარი. ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ სამართალდამცველები. აღსანიშნავია რომ ,,ჩაის სახლი” ზუგდიში უშიშროების სამსახურის შენობასთან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სავარაუდოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრება, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე

banner
წინა სტატიაშიშეუწყვიტა თუ არა ,,ქართუმ” გიორგი შენგელაიას ფულადი დახმარება – ფონდის განცხადება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება