ზუგდიდში ისევ გამოჩნდა წარწერები-სიტემა ყარს!

15 წლის ლუკა სირაძის ამბავმა მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. საპროტესტო აქციები თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. ყველა ქალაქში გაჩნდა ასეთი წარწერები -„ამ ცხოვრების დედაც“. 15 წლის მოზარდი სკოლის კედელზე ამ სიტყვების დაწერისთვის მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში თვითმკვლელობამდე.

ამ საშინელ ამბავს მშვიდად არც ზუგდიდი შეხვედრია. გავრცელდა თუ არა ლუკა სირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, ზუგდიდელები ქუჩაში გამოვიდნენ და ქალაქის ცენტრი წარწერებით ააჭრელეს.

ახალგაზრდების გაკეთებული წარწერები ზუგდიდის ხელისუფლებამ 18 დეკემბრის დილითვე წაშალა.

ამან ქალაქში საპროტესტო განწყობა ვერ შეანელა. 18 დეკემბერს ზუგდიდში მშობლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. მშობლები ამბობდნენ, რომ პოლიციის იმედი აღარ აქვთ. სამოქალაქო აქტივისტები პირობას დებდნენ, რომ საქმის გამოძიებამდე ბრძოლას არ შეაჩერებდნენ.

აქციამ მშვიდად ჩაიარა. გვიან ღამით კი ზუგდიდის ქუჩებში კვლავ გაჩნდა წარწერები  „ამ ცხოვრების დედაც“ და „სისტემა კლავს“. პროტესტი ამ ფორმით მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა გამოხატეს.

დილით ალბათ წაშლიან ამ წარწერებს, მაგრამ ადამიანების მეხსიერებიდან 15 წლის მოზარდის ამბავს ვერ ამოშლიან.

სამწუხაროდ აქ სისტემა ისევ კლავს.

 

 

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი
შემდეგი სტატიამამა იერონიმე ქათამაძის და მამა ირინეოს შენგელიას პასუხი მამა მიქაელ ბრეგვაძის ბრალდებებს