ზუგდიდში ინკასაციის მანქანის გატაცების ექსკლუზიური ვიდეოკადრები 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილის აღნიშვნის დღეს, ზუგდიდში საინკასაციო მანქანა დააყაჩაღეს და გაიტაცეს – ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერმა” ექსკლუზიურად გაავრცელა. რამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო სააგენტოს აღნიშნული ყაჩაღობის ვიდეომასალა მიაწოდეს. ვიდეოში ჩანს რომ ინკასატორი წითელი ფერის მანქანაში ჯდება, რამდენიმე წამში კი მამაკაცი, რომელსაც ქუდი ახურავს, მანქანის უკანა კარებს აღებს და იმავე მანქანაში ჯდება. მას ხელში პარკი უჭირავს, რომელშიც, სავარაუდოდ, იარაღია გახვეული. მამაკაცის სახის ამოცნობა თავისუფლად შესაძლებელია.
ინკასატორი ყაჩაღობიდან რამდენიმე საათში ყულიშკარში სკოჩგადაკრული იპოვეს. მანქანიდან დაახლოებით 120 ათასი ლარი გაიტაცეს.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

https://youtu.be/jnWGSstqFeA

banner
წინა სტატიაში“რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს?-ნიკა გვარამიას სკანდალური “ფეისბუქ-პოსტი”
შემდეგი სტატიაგურამ შარაძეს მეორედ არავის მოგაკვლევინებთ!