ზუგდიდში ინდოელები დაუდგენელი ინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზუგდიდში ინდოელები დაუდგენელი ინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

IIoIIZIo_IIIZIiIზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურთ რამდენიმე უცხოელი გადის მკურნალობას – ამის შესახებ ადგილიდან “თაიმერის ” კორესპონდენტი იტყობინება . უცხოელები,  საავადმყოფოში თანამშრომელებმა რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ისინი ინდოელები არიან, რომლებიც ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ჯერჯერობით დიაგნოზი  დასმული არ არის. ანალიზები პასუხისათვის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრიში გადაიგზავნება. გავრცელებული ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ ინფექცია, რომელიც  დამახასითებელია ინდუსებისთვის და არა ქართველებისთვის. როგორც ჩვენი კორესპონდენტი აღნიშნავს, გადამოწმდა ყველა, ვისთანაც მათ ჰქონდათ კონტაქტი, მაგრამ ინფექცია არავის აღენიშნება.დაუზუსტებელი ინფორმაციით მათ  ” ranger-ცხელება” ვირუსი აღენიშნებათ, რომელიც კოღოს მეშვეობით გადადის. კომპანიის ინფორმაციით უცხოელი მუშები ყველა ვირუსზე შემოწმებულნი იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭო თავდაცვის უწყებიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ელოდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: სიაში, რომელიც გავრცელდა გარკვეული დამთხვევები არის