ზუგდიდში ინციდენტის საქმეზე გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფი გამოკითხეს

ზუგდიდში, დადიანების ეზოში ინციდენტის საქმეზე გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფი გამოკითხეს. ადვოკატ მირანდა გოგოხიას თქმით, მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

„დაზარალებულად ცნეს, გამოკითხვა დასრულდა და ახლა ველოდებით მოწმეებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.

banner
წინა სტატიაშიმწვავე დებატები პარლამენტში ოპოზიციასა და ,,პოზიციას” შორის-“ჩართეთ ახალი ამბები და უყურეთ, რა ხდება ზუგდიდში”
შემდეგი სტატია,,ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი მაფიოზური რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის დაშინების”-ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა