ზუგდიდში, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან “ქართული მარშის” წევრი ირაკლი შიხიაშვილი მივიდა და უგულავასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 16:15

ზუგდიდში, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან “ქართული მარშის” წევრი ირაკლი შიხიაშვილი მივიდა და უგულავასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან “ქართული მარშის” წევრი ირაკლი შიხიაშვილი მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შტაბთან მივიდა იმ მიზნით, რომ პირადად ნახოს გიგი უგულავა და ესაუბროს გუშინდელ მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც გიგი უგულავა და “ქართული მარშის” წევრი გიორგი გაბედავა ერთანანეთს დაუპირისპირდნენ. შიხიაშვილსის თქმით, ის უგულავასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამასთან, უგულავას შტაბის წევრები შიხიაშვილის მისამართით სკანირებენ “წადი”.

“უგულავასგან ბოდიშის მოხდას და მის მიერ ჩადენილი საქციელის დაგმობას ვითხოვ. ჩემი აქ მოსვლის მიზანი გიგი უგულავას ნახვაა. მე ვარ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და მოვედი თბილისის ყოფილ მერთან, რათა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩემი საკრებულოს თავმჯდომარეობისას მასზე 30 ტომი დაიწერა”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

ადგილზე შიხიაშვილს უგულავას შტაბის ხელმძღვანელი ბათუ შელია დახვდა, რომელმაც შიხიაშვილს უთხრა, რომ სხვისი დავალებით მოქმედებს. მისი თქმით, გაბედავასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და სიტყვიერი დაპირისპირება კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

“დავალებით მოქმედებთ, ეს არის დაგეგმილი”, – განაცხადა შელიამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 16:15