ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვა გადაიდო

რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის რაიონულ სასამრთლოში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, 236–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. როგორც წინა, ასევე დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული რაში კანჯი ოღლი. აფახაზურმა მახარემ დასაშვებად არ მიიღო საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენული ბრალდებები და დოკუმენტაცია რაში კანჯი ოღლის ბრალეულობასთან დაკავშირებით.
დაზარალებულის ინტერესებს იცავს ადვოკატი იოსებ ხატიაშვილი. ბრალდებული რაში კანჯი ოღლს კი სახაზინო ადვოკატი მთვარის ბიგვავა იცავს.
პროცესის მოსამართლეა შოთა ბიჭია, პროკუროტი ლევან ფიფია.
როგორც “თაიმერს” მასალის მომზადების პროცესში შეატყობინეს, პროცესი 20 დეკემბრამდე გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში გადატრიალების საკითხზე იანუკოვიჩი სასამართლოში გამოცხადდა
შემდეგი სტატია(video) ალეპოს განთავისუფლებული რაიონების მკვიდრებს რუსულ ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ