ზუგდიდში გარემოვაჭრის დაკავებას აპროტესტებენ

ზუგდიდში ერთ-ერთი გარემოვაჭრის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები პოლიციის შენობისკენ მიემართებიან, სადაც სავარაუდოდ დაკავებული იმყოფება ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია, გარემოვაჭრეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს.
შგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრე დააკავეს. სამართალდამცავებმა მას სავალი გზიდან სავაჭრო პროდუქციის აღება მოსთხოვეს, რაც გარემოვაჭრემ გააპროტესტა.
დაკავებას გარემოვაჭრეების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში სამართალდამცავებმა ერთი გარემოვაჭრე დააკავეს
შემდეგი სტატიაკანონიერი ქურდის მიერ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაშისამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდება მათი დაკავება