ზუგდიდში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები საპროტესქტო აქციას მართავენ და აცხადებენ რომ ზუგდიდის მერიის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული ფართის ღირებულება მათი სავაჭრო საქონლის ღირებულებას არ აღემატება. ნოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო გარევაჭრობაა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
გუშინ გვიან ღამით გარემოვაჭრეების დახლები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აიღო, ტერიტორიის დატოვების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს, თუმცა მათი მხრიდან არ მომხდარა ტერიტორიის დატოვება, ისინი აგრძელებდნენ მუშაობას და აქციებს აანონსებდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილ (ვასო) მონიავა დააკავეს
შემდეგი სტატიასუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთმის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავაა