ზუგდიდში გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდში, თოლორაიების ოჯახში: 4 წლის ლაზარე ეზოში მდებარე აუზში ჩავარდა, რომლის სიღრმე ბავშვის სიმაღლეს აღემატებოდა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ტრაგედია სოფელ რიყეში, ლაზარეს ბიძის ეზოში მოხდა, სადაც აუზი იყო დამონტაჟებული. როგორც ჩანს, მეზობლის სახლიდან დაბრუნებულმა ბავშვმა აუზის წყლით ავსება მოინდომა და წყალი მოუშვა, შემდეგ კი ფეხი აუცურდა და ჩავარდა.

როცა სახლში მყოფებმა შიდა სველ წერტილში წყალი მოუშვეს და ნაკადი დაბალი წნევით წამოვიდა, მიხვდნენ, რომ შესაძლოა, ნაკადი აუზში ჩაედინებოდა და სწორედ ამ დროს შეამჩნიეს აუზში გადავარდნილი ლაზარე.

ბავშვი აუზიდან მალევე ამოიყვანეს და რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პირველი დახმარების შემდეგ გულიც აუმუშავეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბათუმის კლინიკაში სასწრაფოდ გადაიყვანეს.

ექიმების მცდელობა 4 წლის ბიჭის გადასარჩენად ამაო გამოდგა – ლაზარე თოლორაია გარდაიცვალა.

“თაიმერი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: 1-ლი აგვისტო ისტორიაში ჩაიწერება, როგორც გზაგასაყარი, ყველას ლუსტრაცია იქნება
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს